ქართული ცეკვიდან  ძალოსნობამდე- როგორ გახდა ქართველი ემიგრანტი საბერძნეთის ჩემპიონი

როგორ მოიპოვა ემიგრანტმა სპორტსმენმა საბერძნეთის ძალოსნობის ჩემპიონატში სამი ოქროს მედალი და როგორ ემზადება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის – ქალაქ თესალონიკში ჭაბუკთა შორის საბერძნეთის ძალოსნობის ჩემპიონატი ქართველი ემიგრანტი სპორტსმენის მორიგი გამარჯვებით დასრულდა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელმა ამ გამარჯვებით ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების საგზურები მოიპოვა.

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი აგვისტოს ბოლოს პოლონეთში გაიმართება, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება ოქტომბრის თვეში საუდის არაბეთში. როგორც ახალგაზრდა სპორტსმენი ამბობს, ყველაზე დიდი გამოწვევა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადისთვის მზადებაა. მომავალში ღირსეული გამარჯვებების შემდეგ, არ გამორიცხავს სამშობლოს დაუბრუნდეს, მანამდე კი საბერძნეთის სახელით გამოდის ასპარეზობებზე და წარმატებისთვის ბევრს შრომობს.

ვასიკო მინაძე საბერძნეთში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა საქართველოსთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. სპორტამდე ქართული ცეკვით იყო გატაცებული და წარმატებებიც ჰქონდა. სპორტით დაინტერესება კი, მამის ფაქტორმა განაპირობა. ელგუჯა მინაძე ყოფილი სპორტმენია, წარსულში ისიც ძალოსნობით იყო დაკავებული და შვილსაც ურჩია ამ სპორტს გაჰყოლოდა. დღეს ის ვასიკოს მწვრთნელია და მიზნისკენ ერთობლივი ძალებით მიდიან…

ნახეთ მამა-შვილის ინტერვიუ ვიდეობლოგში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"