26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს.
მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ – FINA-მ საქართველოს პირველად მიანიჭა.
პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს გარდა მსოფლიო წყალბურთის გრანდები – აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
„მატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.
წყალბურთის მსოფლიო ლიგა 2020 – სუპერ ფინალი
ა ჯგუფი
- ყაზახეთი
- საბერძნეთი
- საფრანგეთი
- იტალია
ბ ჯგუფი
- იაპონია
- მონტენეგრო
- აშშ
- საქართველო“ – ნათქვამია საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის განცხადებაში.