მსოფლიოში ცნობილი FITUR -ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც შარშან COVID-19 ის გამო გადაიდო, დაბრუნდა და კვლავ ჩატარდება.
ახლახანს დაარსებული, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაცია (GETA) მსოფლიოს ენოტურიზმის ასოციაციიდან ამ ღონისძიებაზე დასასწრებად მიიწვიეს.
შეხვედრა FITUR-ის პროგრამის ერთ – ერთი ნაწილია, სათაურით – საერთაშორისო, მრგვალი მაგიდა, სადაც მოწვეულნი არიან საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, გერმანია, საბერძნეთი, არგენტინა, ჩილე, ურუგვაი, მექსიკა, ამერიკა.
ჩვენს ქვეყანას საქართველოს ენოტურიზმის ასოციაცია წარადგენს.
შეხვედრა 20 მაისს გაიმართება.