ყაზანის გრან სლემს, სადაც მნიშვნელოვანი ოლიმპიური სარეიტინგო ქულები თამაშდება, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ათკაციანი გუნდით ეწვია.
ტურნირის პირველ დღეს გათამაშებული ქალთა და კაცთა მედლების ხუთი კომპლექტიდან საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა უმსუბუქესი – 60 კილოგრამი წონითი კატეგორია – ლუხუმ ჩხვიმიანმა პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპული თამაშების ოქროს მედალოსანმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა, პირველივე ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. მომავალი ჩემპიონი ასპარეზში პირველი წრიდან ჩაება: დაამარცხა კამერუნელი, პორტუგალიელი, ჩეხი მოწინააღმდეგეები, ნახევარფინალში ოქროს ქულით მოუგო რუსეთის წარმომადგენელ რამაზან აბდულაევს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ასევე რუსეთის სახელით მოასპარეზე, მისთვის უხერხული მეტოქე რობერტ მშვიდობაძე „ოქროს ქულაზე “ შებოჭა და გამარჯვება მოიპოვა.