ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენში ATP 250 BMW Open – ის გამარჯვებული გახდა.
ტურნირის ფინალში ბასილაშვილი იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდა. სპორტსმენმა გერმანელს ორ სეტში მოუგო – 6:4, 7:6 (5). მატჩი ერთ საათსა და 28 წუთს გაგრძელდა.
BMW Open-ის გამარჯვებამ ბასილაშვილს 250 სარეიტინგო ქულა მოუტანა.
მიუნხენში გამარჯვებამდე ბასილაშვილმა АТР-ს ოთხი ტიტული მოიგო: ორჯერ ჰამბურგში (2018, 2019), პეკინში (2018) და დოჰაში (2021).