ქართველების მორიგი გამარჯვება UFC-ში

დღეს მერაბ დვალიშვილმა და გიგა ჭიკაძემ საქართველო კიდევ ერთხელ ასახელეს.

მერაბ დვალიშვილმა კოდი სტამანი ქულებით დაამარცხა, ხოლო გიგა ჭიკაძემ პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. მან ქაბ სვენსონს წუთსა და 3 წამში აჯობა და UFC-ში ზედიზედ მეექვსე ბრძოლა მოიგო

გიგა ჭიკაძე:  „ჩემს ქვეყანაში აღდგომას აღნიშნავენ. მჯერა, რომ მე და მერაბმა სიხარულის კიდევ უფრო მეტი მიზეზი მივეცით მათ…

ქართველებს აღდგომას გილოცავთ. საქართველოს მთავრობას მივმართავ, ამაზე მაგარი სპორტი რომელია საქართველოში. მგონი, უნდა შეგვეხმიანოთ და ცოტა მეტი ყურადღება მოგვაქციოთ. ვიცი, უფრო მაგარ საქმეებს გავაკეთებთ.”