საქართველო FINI-ს საპატიო სტუმარი ქვეყანაა

საქართველო იდალგოს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის (FINI) საპატიო სტუმარი ქვეყანაა.

25 აპრილის ფესტივალის პროგრამა წარმატებულ ქართველ კინემატოგრაფისტებს – ნინო კირთაძესა და დეა კულუმბეგაშვილს დაეთმო.

ნინო კირთაძემ ონლაინ ლექციას წაიკითხა თემაზე “ზღვარი დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს შორის”, ხოლო დეა კულუმბეგაშვილმა ისაუბრა თემაზე “ქართული კინო”.

ფესტივალი მექსიკაში წელს უკვე მეათედ იმართება. პანდემიის გამო ღონისიძიება ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფესტივალის ფარგლებში ვირტუალურად უკვე მოეწყო 2 გამოფენა: “ათასფერი საქართველო” და “წარსული, აწმყო და მომავალი” (ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია).