ფრანგულმა ტელეარხმა „Arte“ დიდ გადაცემა მიუძღვნა ქართველთა მეფე თამარს.
გადაცემაში მონაწილეობდა საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია, რომელმაც ტელევიზიას ინტერვიუ ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მისცა.
„ფრანგულმა ცნობილმა ტელევიზიამ ARTE-მ დიდი გადაცემა მიუძღვნა ქართველთა სახელოვან მეფეთა – მეფე თამარს. ჩემთვის როგორც ისტორიკოსისათვის, დიდი პატივი იყო ამ გადაცემაში მონაწილეობა მიმეღო და მესაუბრა ვარძიაში მეფეთა – მეფე თამარზე!“ – წერს თავის ფეისბუქ გვერდზე გიორგი კალანდია.
„Arte“ თავის პროგრამებში ორიენტირებულია ხელოვნებასა და კულტურაზე, ის იღებს შემეცნებით გადაცემებს და დოკუმენტურ ფილმებს.