ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 იანვრის საღამოდან 31 იანვრის ჩათვლით ფრენის ახალი რეგულაციები იმოქმედებს. კერძოდ, აიკრძალება:
- სხვა ქვეყნის თვითმფრინავების მიღება, სატვირთო და სამედიცინო ევაკუაციისთვის გათვალისწინებული თვითმფრინავის გარდა.
- ისრაელიდან გაფრენის ნებართვა გაიცემა შემდეგ შემთხვევებში: მკურნალობა, სასამართლო პროცესი – დასწრების აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში, ნათესავის დასაფლავება.
- აკრძალვა ვრცელდება ისრაელის კერძო თვითმფრინავებზეც, მოხდება გამონაკლისი შემთხვევის გათვალისწინება.
- ტრანსპორტისა და ჯანდაცვის სამინისტროებს ისრაელიდან გაფრენის ნებართვის გაცემა შეუძლიათ ჰუმანიტარული და პირადი საჭიროების გათვალისწინებით.
- რეისს, რომელიც უნდა შესრულდეს რეგულაციის ამოქმედებამდე, შეზღუდვა არ შეეხება.