ეს ადამიანი ცნობილი მსახიობი და საზოგადო მოღვაწე, შალვა დადიანია, რომელმაც, თურმე, ქუთაისის თეატრისთვის ფული ისესხა, თუმცა ვალის დათქმულ დროში გადახდა ვერ შეძლო.
იუმორით ცნობილ დადიანს საკუთარი გარდაცვალების სცენა დაუდგამს მიხაილოვ – საღარაძის ფოტოატელიეში და ფოტო მევალისთვის გაუგზავნია. ოხუნჯობას შედეგიც მოჰყვა: თეატრს ვალი აპატიეს.
შალვა დადიანი, ქართველი მწერალი, დრამატურგი, ზესტაფონში დაიბადა. სწავლა – განათლება შინ მიიღო. 1893 წლიდან მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვლადიმერ ალექსი – მესხიშვილის ერთ – ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა “მოძრავი დასი”, რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა.