პოლონეთში ქართული დიასპორის ინფორმაციით, ქართული დიასპორა და საქართველოს საელჩო პოლონეთში გეგმავს ერთობლივ აქციას, რომლის მიზანია ქართველი საკონტრაქტო ოფიცრების საფლავების მოწესრიგება და მათი აღნიშვნა საქართველოს დროშით.
აქცია დაგეგმილია 17 ოქტომბერს 12:00 საათზე ვარშავის პოვონზკის სამხედრო სასაფლაოზე.
მისამართი: ul. Powązkowska 43/45, Warszawa
აქციაში მონაწილეობა სხვა მსურველებსაც შეუძლიათ.
„იმედი გვაქვს შემოგვიერთდებით და თქვენს წვლილს შეიტანთ ამ კეთილ საქმეში. მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 14 ოქტომბრამდე.“ – ნათქვამია განცხადებაში.