მათთვის, ვინც მიემგზავრება სასწავლებლად ან აქვს სამუშაო კონტრაქტი გერმანიაში, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 23 სექტემბერს, მეოთხე ჩარტერული რეისი თბილისი–ბერლინის მიმართულებით განხორციელდება.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე შეუძლიათ: https://bit.ly/2ZNW8b5 – რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 სექტემბრის 00:00 საათია.