რას წერს Vogue Business – ი დემნა გვასალიაზე

ამერიკული „ვოგი“ 2020 წლის სექტემბრის ნომერში მკითხველს  სთავაზობს დემნა გვასალიას ინტერვიუს და საინტერესო ინფორმაციას, თუ რატომ ამჯობინა დემნამ შვეიცარიასაფრანგეთს და იტალიას .

“გვასალია პირველი არ იყო, ვინც პარიზს და მილანს შვეიცარია ამჯობინა. გუჩის ყველა აღმასრულებელს შვეიცარიული მისამართი აქვს. მიზეზი ნათელია: შვეიცარიის საგადასახადო სისტემა სამოთხეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საფრანგეთს შევადარებთ. შვეიცარიაში სხვა ქვეყნის მოქალაქეების სამსახურში მიღებაც უფრო მარტივია, ვიდრე საფრანგეთში, სადაც საბუთების მოგვარებამ 9 თვე შეიძლება გასტანოს. გვასალიები 40 დასაქმებულით შვეიცარიაში 2017 წელს გადავიდნენ. ბრენდის სტუდია ციურიხის ცენტრში მოეწყო, მაგრამ დემნა გვასალია, ბუნების სიყვარულით, სტუდიიდან ოდნავ მოშორებით – ქალაქგარეთ დასახლდა. შვეიცარიული გაზეთის ცნობით, დიზაინერს სასურველ ადგილზე სახლი 5 მილიონ ევრომდე დაუჯდა. ერთი წლის განმავლობაში, დემნა ბალენსიაგასთვის, ციურიხიდან პარიზში და პირიქით, ყოველ მეოთხე დღეს დაფრინავდა. 2018 წლის ბოლოს, გვასალიამ ბალენსიაგას ოფისიც ციურიხში მოაწყო და ბალენსიაგას ათამდე დასაქმებულიც პარიზიდან ციურიხში გადავიდა.“- წერს Vogue Business- ი.