ბექა ადამაშვილი რომანი – “ამ რომანში ყველა კვდება” გერმანულ ენაზე გამოიცა

​მწერალთა სახლის მხარდაჭერით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Verlag Voland & Quist მიერ გამოიცა ბექა ადამაშვილის ,,ამ რომანში ყველა კვდება”.

წიგნი გერმანულად სიბილა ჰაინცემ თარგმნა. 

​მკითხველი უკვე იცნობს ბექა ადამაშვილს მისი პირველი წიგნით “ბესტსელერი“, რომელიც საქართველოში მართლაც ბესტსელერად იქცა და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდანაც დაიმსახურა ყურადღება. “ამ რომანში ყველა კვდება“ ავტორის მეორე წიგნია.