„საქართველოს რკინიგზამ“ ახალი პროექტი დაიწყო. მატარებლების მგზავრები მოგზაურობას ისტორიულ ექსკურსიას შეუთავსებენ, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ადამიანები, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ, ამა თუ იმ მხარის შესახებ ისტორიებს სპეციალისტები უამბობენ. მაგალითად, თბილისი-ზუგდიდის რეისზე მგზავრებს მეგზურობა ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ გაუწია.
„საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივა შიდა ტურიზმის მხარდაჭერას ემსახურება. პროექტი საკურორტო სეზონის დასრულებამდე გაგრძელდება.