პანდემიის პირობებში სხვაზე ზრუნვის და სოლიდარობის კიდევ ერთი მაგალითი გვინდა შემოგთავაზოთ. რამდენიმე საათის წინ ეკატერინე თოფურიამ, სოციალურ ქსელში, ვრცელი პოსტი და ფოტოები გამოქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„საღამოს უკარგესი ამბავი მეგობრებო!
საღამო მშვიდობისა ყველას!
ჩემო უკარგესო, ძვირფასო, კეთილო ადამიანებო, მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ყველას და ყველას, ვინც ამ ოჯახებს დაეხმარეთ და მიაკითხეთ, ფული ჩაურიცხეთ და საკების მარაგი შეუგროვეთ. ასევე, დამატებით მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ზურაბ ვენეცკის, რომელიც ამ კარგ საქმეებში, მართლა მამასავით მიდგას გვერდით და აბსოლუტურად ყველაფერში მეხმარება. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს უსაყვარლეს, უთბილეს და გამორჩეულ მხატვარს ნინო ჩაკვეტაძეს და ჩემს უსაყვარლეს მეგობარს ნონას ( რომელიც ამერიკაში ცხოვროს) და მამა პეტრეს.
ღმერთმა გაგახაროთ კარგო და კეთილო ადამიანებო, სულ, სულ, სულ სიხარულითა და სიკეთით დაგიბრუნდეთ ეს მადლი.
პ.ს ახლა შემიძლია მშვიდად დავიძინო; ბავშვებს აქვთ საკვები და პამპერსები, მშობლებს სულიერი სიმშვიდე, მოხუცებს კი წამლები და სითბო…. მეეე კი, სამყაროში ყველაზე ბედნიერი და მადლიერი გოგო ვარ!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას.
მიყვარხართ ძალიან.”