“მადლობა გმირებს ფრონტის ხაზიდან, ქვეყანა თავის გმირებს თავმდაბალ, გულისხმიერ, შეუმჩნეველ ადამიანებს შორის პოულობს“
სარეკლამო სააგენტო “კონტაქტმა” გადაწყვიტა, კორნავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ადამიანების სახეები ეჩვენებინა თითოეული ჩვენგანისათვის – თანამედროვეობის გმირების, რომლებსაც უნდა ვიცნობდეთ. ვიდეორგოლი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაღებული და მისი სატელევიოზიო პრემიერა 15 აპრილს შედგა.
“კონტაქტის” შემოქმედებითმა ჯგუფმა, ასევე, გამოიწვია სარეკლამო კომპანიები – “ალმა” და “აუთდორი”, რათა ჩვენი გმირების ფოტოპორტრეტები თბილისის ქუჩებში, ბილბორდებზე გამოჩნდეს.