ჩინეთი საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობას უსასყიდლოდ გადასცემს

ჩინეთის ელჩ ლი იენის თქმით, ჩინეთის სიჩუანის პროვინცია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს

„ჩინეთს და საქართველოს, როგორც მეგობარ ქვეყნებს, ერთმანეთთან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს. როდესაც ჩინეთში ეპიდემია გავრცელდა, ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისგან და ქართველი ხალხისგან – გვინდა ამისთვის მადლიერება გამოვხატოთ. ვირუსი ახლა საქართველოშიც გავრცელდა და ეს ჩინელი ხალხისთვის ძალიან შემაშფოთებელია. გვსურს ვირუსთან ბრძოლის ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ. ჩინეთის სიჩუანის პროვინცია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს”, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა.

მისი თქმით, გასულ კვირას ჩინეთის საელჩომ ორგანიზება გაუწია ვიდეო შეხვედრას რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობით, სადაც ჩინელმა ექსპერტებმა და ექიმებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.

წყარო:ნეტგაზეთი