საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „წიქარას“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 14:00 სთ -ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გელით წიგნის – „წიქარა“ – პრეზენტაცია. წიგნს წარადგენს მიხეილ ციხელაშვილი, ხოლო 14:30 სთ – ზე წიგნის ილუსტრატორები, თათია ნადარეიშვილი და ეკა ტაბლიაშვილი თქვენთვის ვორქშოფს ჩაატარებენ.

ხალხურმა ზღაპარმა, რომელიც ქართულ ფოლკლორში მეგობრობის ერთ – ერთი უმთავრესი ნიმუშია, თათია ნადარეიშვილისა და ეკა ტალბიაშვილის შთამბეჭდავი ილუსტრაციებით ხელახლა შეიძინა სიცოცხლე.

ვორქშოპის განმავლობაში ბავშვებს საშუალება ექნებათ თავად შექმნან და გააცოცხლონ ლეგენდარული ზღაპრის პერსონაჟები.

დასწრება თავისუფალია.