ისრაელში ბათუმი 2019 წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. წამყვანმა სამოგზაურო ვებგვერდმა lametayel.co.il ბათუმს ეს ტიტული გასული წლის შემდეგ უკვე მეორედ მიანიჭა.
2019 წელს, ბათუმის შესახებ სტატიებს ვებგვერდ lametayel.co.il-ის მეშვეობით მილიონობით ადამიანი გაეცნო.
სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო, თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – თამარ კაიკაციშვილს გადასცეს.
პოპულარული სამოგზაურო ონლაინ გვერდი ”Lametayel” მოგზაურობის შესახებ 500, 000 გვერდზე მეტ სამოგზაურო ინფორმაციას მოიცავს და მთავარი გვერდის გარდა ის 10 პატარა ონლაინ გამოცემას ფლობს.
”Lametayel”- ს ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.