ნიამორი შინაური თხის წინაპარია და სხვა ჩლიქოსნებისგან კლდეზე ცოცვის საოცრად განვითარებული უნარით გამოირჩევა. იქ, სადაც ნიამორი ბუდობს, ცხოვრება მთის სხვა ჩლიქოსნებისთვისაც კი ძნელია.
ეს კადრი ფშავ – ხევსურეთის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა აღბეჭდა.
ნიამორი (Capra aegagrus Linnaeus) საქართველოს მოქმედ “წითელ ნუსხაში” გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსით შედის.
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო.