5 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
თიანეთის მთავარ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თიანელმა მხატვარმა ლევან ხარანაულმა, მეუღლე ლელა სულაკაურთან ერთად, რომელთაც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს წაუკითხეს ამონარიდები საბავშვო ნაწარმოებებიდან.
საჯარო სკოლებში მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა წაიკითხეს საყვარელი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებები. ხოლო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს ზღაპრები მასწავლებლებმა და მოწვეულმა მშობლებმა წაუკითხეს.