საქართველოს ტურისტული გზამკვლევი კორეულ ენაზე გამოიცემა 

სამხრეთ კორეაში საელჩოს ინიციატივითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, პირველად ქვეყნის ზამთრის კურორტებს – გუდაურს, ბაკურიანსა და მესტიას კორეის წამყვანი ტურისტული გამომცემლობების წარმომადგენლები ეწვივნენ.

მათი ვიზიტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლა და კორეულ ენაზე ტურისტული გზამკვლევის გამოცემა. აგრეთვე ადგილობრივ წამყვან ტურისტულ გამომცემლობებში სტატიების გამოქვეყნება და მათი სოციალურ ქსელებში გავრცელება.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კორეაში საქართველოს ცნობადობის გაზრდასა და საქართველოს ზამთრის კურორტების პოპულარიზაციას.