ქართული საჩუქრით აღფრთოვანებულმა ტარო კონომ ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ტარო კონომ, საკუთარი ტვიტერის გვერდზე, დაბადების დღისთვის მიღებული საჩუქარი გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით: 

“საქართველოდან დაბადების დღის მისალოცი საჩუქარი მივიღე. ქართული ქვევრის ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინო, ქართული ტრადიციული მინანქრის ხელოვნებით მოპირკეთებულ ბოთლშია ჩასხმული. მე კი ქართულ ეროვნულ სამოსში, ჩოხაში ვარ გამოწყობილი.”