“ბარე ორი ამისთანა ეგზემპლიარი ჩვენშიც არიან” – რას წერდა 1876 წელს ქართული გაზეთი “ბალახის-ჭამიების” შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ვეგეტარიანული კვების წესი გაცილებით ადრე არსებობდა, თავად სიტყვა პირველად 1847 წელს, ვეგეტარიანული საზოგადოების შექმნის შემდეგ გამოიყენება. სწორედ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ვეგეტარიანელთა რიცხვმა ზრდა და დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით მათმა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

“Deutsches Forschungszentrum-ის” მონაცემებით, ამ დროისათვის გერმანიაში 21 მილიონამდე ვეგეტარიანელი, ვეგანი ან ფრუტარიანელი ცხოვრობს. თუმცა, თუ იმდროინდელ ქართულ გაზეთს დავუჯერებთ, მათი რაოდენობა 1876 წელს მხოლოდ 900 იყო.

“გერმანიაში 900 კაცია ისეთი, რომელნიც წვანილეულის მეტს არასა სჭამენ, ხორცს არ იკარებენ, არც ღვინოს სვამენ. ამათ “ბალახის ჭამიებს” ეძახიან. ბარე ორი ამისთანა ეგზემპლიარი ჩვენშიც არიან.

ამ თვის დამდეგს გერმანიელბალახის-ჭამიებსკიოლნეში ჰქონიათ კრება და ულაპარაკნიათ იმაზე, რომ რადგანაც ჩვენი სწავლის აღსრულება ადამიანის ჯანმრთელობისა და ზნეობისათვის საუკეთესო საშუალება არისო, ამისგამო ყოველი ღონის-ძიება უნდა ვიხმაროთ, რომ ეს სწავლა გავავრცელოთ დედა მიწაზედაო.”