თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ”NEW YEAR PARTY 2020”

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, დღეს გაიმართება ‘’TSU NEW YEAR PARTY 2020’’ თსუ-ის ყველა საფეხურის სტუდენტისათვის.

თსუ-ის მსმენელის წინაშე წარსდგება ლეგენდარული დეტროიტელი დიჯეი და პროდიუსერი ტერეს პარკერი, რომელმაც მსოფლიოს ჰაუს მუსიკის სცენაზე ადგილი უბადლო მიქსინგისა და სელექციის დამსახურებით დაიმკვიდრა.

პარკერის ბოლო ნამუშევრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ალბომია “Life On The Back 9”, რომელიც CARL CRAIG-ის ლეიბლ PLANET E-ზე გამოიცა. პარკერის როლს ჰაუს მუსიკის ინდუსტრიაში  კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი 2017 წელს გამოშვებულმა ალბომმა “GOD Loves Detroit”.

პარკერი მსმენელის წინაშე მერეჩკასთან ერთად წარდგება, რომელიც მის სეტს ვოკალურად გააფორმებს.