ჯარჯი ზვიადაური უზბეკეთის ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა

ილიას ილიადისი, იგივე ჯარჯი ზვიადაური   უზბეკეთის ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. ამის შესახებ  თავად ცნობილმა სპორტსმენმა დაწერა ინსტაგრამზე.

” ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების მწვრთნელი, განსაკუთრებით, როცა წინ 2020 წლის ოლიმპიადაა. მე ყველაფერს გავაკეთებ გუნდის წარმატებისთვის”- წერს ჯარჯი ზვიადაური.

ჯარჯი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ძიუდოისტია. ის 2004 წლის ოლიმპიური ოქროს და 2012 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორია,  2010, 2011, 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონი, ასევე 2004 და 2011 წლის ევროპის ჩემპიონი.