კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი 22 დეკემბერს გიწვევთ ტურში, სადაც ჩვენს დედაქალაქს უკეთ გაეცნობით. თქვენ მოისმენთ და ნახავთ:
ერთადერთ სახლს რომელსაც ქართულად აწერია ,,სალამი“
ძველი თბილისის სასტუმროებს ( მაჟესტიკი , ლონდონი, გრანდ- ოტელი, ვეტცელი) და მათთან დაკავშირებულ ამბებს.
მოდერნის სტილის თბილისის ყველაზე თვალსაჩინო შენობებს;
ვინ იყო მიქაელ არამიანცი და მისი კვალი ტფილისზე;
თბილისური ტრამვაის ისტორიას;
ვის დაუდგეს მადლიერმა თბილისელებმა პირველი ძეგლი;
საიდან გაჩნდნენ თბილისში გერმანელები და როგორი იყო მათი გავლენა თბილისზე;
ისტორიას – აღმაშენებლის 149 ში მდებარე ლამაზი სახლისა და მისი მეპატრონის კარმული ანდერძის შესახებ;
რა შუაშია ტფილისურ ამბებთან ჰიტლერის ახლო გარემოცვის მაღალჩინოსნის – ვილჰელმ ბეკკეს სახელი;
და კიდევ სხვა ბევრ საინტერესო ამბავს რომელიც მე- 19 საუკუნის დასასრულსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოგზაურებთ…..
ტურს დავით ხანთაძე გაუძღვება.