“ქართველი და სერბი ბავშვები ბავშვებისთვის” – საქველმოქმედო კონცერტი ბელგრადში გაიმართა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის თეატრში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ზუგდიდისა და გორის სასულიერო სასწავლებლების მოსწავლეებმა სერბ თანატოლებთან ერთად გამართეს საქველმოქმედო კონცერტი –  “ქართველი და სერბი ბავშვები ბავშვებისთვის”. კონცერტის მონაწილეებმა შეასრულებს სერბული და ქართული სიმღერები და საეკლესიო საგალობლები.

კონცერტს სერბ მაყურებელთან ერთად, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სერბეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ.