14 დეკემბერს ლონდონში სილამაზის კონკურსი მის მსოფლიო 2019 (Miss World 2019) გაიმართება, სადაც საქართველოს ნინი გოგიჩაიშვილი წარადგენს.
წელს სილამაზის კონკურსს მონაწილეთა შეფასების ახალი მეთოდი დაემატა. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით MobStar, რომელიც „მის მსოფლიოს” პარტნიორია.
კონკურსანტებისთვის ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია.