რამდენიმე სააათის წინ ‘’ATP Tour’’ – მა თავის ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს ლეგენდების გვერდით დააყენა.
როჯერ ფედერერის, რაფაელ ნადალის და ნოვაკ ჯოკოვიჩის მსგავსად ნიკოლოზ ბასილაშვილმაც მოიგო ტურნირი და ქულები დაიცვა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს. ის ახალ სეზონს 2020 წლის იანვრიდან დაიწყებს და საქართველოს სახელს ავსტრალიაში, ATP CUP-ზე დაიცავს.