მაინის ფრანკფურტში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ “საფერავის საერთაშორისო კონკურსის” გამარჯვებული და თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშისგან წარმოებული ახალი ღვინოები.
ღონისძიებას მოდერატორობა ევროპული ღვინის ჟურნალის – ,,ვინუმის,, მთავარმა რედაქტორმა და ცნობილმა ღვინის კრიტიკოსმა, რუდოლფ კნოლმა გაუწია. ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც ქართული ღვინის იმპორტირებით დაინტერესებული 60-მდე გერმანული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გახსნა.