„ქართული სამზარეულოს წიგნი“ სლოვაკურ ენაზე გამოიცა

სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში არსებულმა ქართულმა რესტორანმა, „Gruziňák  ანდრეა ადამოვიჩოვას მიერ სლოვაკურ ენაზე ნათარგმნი ქართული სამზარეულოს წიგნის „Gruzinska kuchárka”-ს პრეზენტაციას უმასპინძლა.

პრეზენტაციას სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და კოშიცეს მხარის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს გამართულ მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და  ტრადიციული კერძები.