„ქართული ვენახების აღმოჩენა“ – ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“ ქართული ვაზისა და ღვინის შესახებ

ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“ ქართული ვაზისა და ღვინის დაყენების ტრადიციების შესახებ  თავის  აზრს მკითხველს უზიარებს.

„ენეოლოგიური გაქცევა კახეთში, რეგიონი სადაც ღვინოს ანტიკური ხანიდან აყენებდნენ და სადაც დღემდე  ღვინის დაყენების ძველი, ტრადიციული მეთოდებია შემორჩენილი.

საქართველო ამაყობს ვაზის კულტურით, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე რვა ათასი წლით თარიღდება. ამას ადასტურებს ის ვენახები, რომელიც ჩვენ გზაზე შეგვხვდა“. –  წერს თავის გვერდზე ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“.