ქართველი მიგრანტები, რომლებიც საზღვარგარეთ უკანონოდ იმყოფებიან სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ დააკავონ და მოათავსონ მიგრანტების დროებითი დაკავების ცენტრში საქართველოში გამომგზავრებამდე.
თუ ვინმეს მოათავსებენ მსგავს ცენტრში, მან უნდა იცოდეს, რომ გააჩნია შემდეგი უფლებები:
- უფლება აქვს მიიღოს გასაგებ ენაზე დოკუმენტი შემდეგი ინფორმაციით: ქვეყნიდან გაძევების მიზეზები, დაკავების მიზეზები, დაკავების ვადა, უფლებები და ვალდებულებები ცენტრში ყოფნისას. დაკავებულს სთხოვენ ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს, რის შემდეგაც ის იღებს ასლს.
- უფლება აქვს მიმართოს ადმინისტრაციულ სასამართლოს დაკავების გაუქმებისთვის და მოითხოვოს კომპენსაცია მის წინააღმდეგ წარმოებული ნებისმიერი ადმინისტრაციული ზომისათვის.
- მიმართოს სასამართლოს, მიიღოს იურიდიული დახმარება და ისარგებლოს იურიდიული წარმომადგენლის მომსახურებით. დაკავების ცენტრის ადმინისტრაცია გამოყოფს ადვოკატს, იმ პირობით, რომ საფასური იფარება დაკავებულის მიერ.
- ფასიანი ტელეფონით სარგებლობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, ადვოკატთან და ა.შ. დასაკავშირებლად როგორც ადგილზე, ასევე მათი წარმოშობის ქვეყანაში.
- მოითხოვოს საქართველოს საელჩოსთან/საკონსულოსთან დაკავშირება.
(ქვეყნების მიხედვით მიგრანტთა უფლებები შესაძლებელია მცირედ განსხვავდებოდეს).