"ქართული კვირას" შესახებ

საინფორმაციო პორტალი „ქართული კვირა“ უკვე ერთ წელზე მეტია, რაც საინფორმაციო ონლაინბაზარზე არსებობს. მის სამიზნე აუდიტორიას, მსოფლიოს მასშტაბით ქართველი ემიგრანტები წარმოადგენენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმები სხვადასხვა ქვეყნის სათვისტომოებთან და დიასპორებთან. მნიშვნელოვანი, საჭირო და სანდო კონტენტით, “ქართულმა კვირამ” ქართველი ემიგრანტების ინტერესი და ნდობა დაიმსახურა.

“ქართული კვირა” ინტერნეტსივრცეში საინფორმაციო ვებპორტალისა და ფეისბუქგვერდით არის წარმოდგენილი. ორივე ინტერნეტსივრცე აქტიურად მზარდი განვითარების საფეხურზეა და მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში აწარმოებს, რათა სამიზნე აუდიტორიას, ქვეყანაში არსებული სიახლეების შესახებ, მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს.