ქართულად ითარგმნა და გამოიცა თომას ჰობსის „ლევიათანი“
მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართულად ითარგმნა და გამოიცა თომას ჰობსის „ლევიათანი“.
გამომცემლობა: „აქტი“. მთარგმნელი: დიმიტრი უჩანეიშვილი.
თომას ჰობსი ინგლისელი ფილოსოფოსია, რომელმაც თავისი ძირითადი იდეები ჩამოაყალიბა 1651 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ლევიათანი“.
წიგნის სახელი მომდინარეობს ბიბლიური ლევიათანიდან. ნაშრომი ეხება საზოგადოების სტრუქტურასა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას და განიხილება, როგორც სოციალური ხელშეკრულებების თეორიის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ და გავლენიან მაგალითად.