6-7 ივლისს, სიონის ქუჩაზე “ქართული კუთხეების ფესტივალი“ გაიმართება

2023 წელს, „წისქვილი ჯგუფმა“ საფუძველი ჩაუყარა “ქართული კუთხეების ფესტივალს“, რომლის მთავარი იდეა, ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის🇬🇪

წელს ფესტივალმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და „მეიდან ჯგუფთან“ პარტნიორობით, 6-7 ივლისს, სიონის ქუჩაზე, ყველაზე ტურისტულ ზონაში გაიმართება.

„ვმასპინძლობთ იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, სამცხე-ჯავახეთს, გურიასა და რაჭას. ისინი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული წარმოდგენებით, ასევე გასტრონომიით წარმოაჩენენ მდიდარ ქართულ და ავთენტურ მემკვიდრეობას.

სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ცეკვების ფონზე, დააგემოვნონ ავთენტური ქართული კერძები, ქართული ღვინო და ნაწარმი.

ისიამოვნონ საინტერესო ქართული ხელნაკეთი ნივთების დათვალიერებით, რომლის შეძენასაც, რა თქმა უნდა, ადგილზე შეძლებენ.

„ქართული კუთხეების ფესტივალის“ პარტნიორია „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“, რომლის ეგიდითაც 10 მეწარმე ქალი ერთვება ფესტივალში.

სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა ფერადი და მხიარული საბავშვო ზონა, სადაც შეძლებენ თავი შეიქციონ მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებით, ასევე შეხვდებიან ლოკო-მოკოს ლომსაც, რომელიც ყველასვის საყვარელი პერსონაჟია🦁

მხარდამჭერი და პარტნიორები არიან, როგორც მსხვილი, ისე მცირე კომპანიები, მცირე მეწარმეები და ფერმერები, რომლებიც იქნებიან წარმოდგენილები ფესტივალზე.

„ქართული კუთხეების ფესტივალი“ დაუვიწყარი ემოციებით სავსე დღეებს გპირდებათ✨

დასწრება თავისუფალია!“, – ნათქვამია „ქართული კუთხეების ფესტივალის“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მის: სიონის ქუჩა #1

პროგრამა:

6 ივლისი

▪ 13:00 – ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია

▪ 14:00 – მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი “ნაი-ნაი”; აკაკი ვასაძის ფოლკლორული ანსამბლი; ზ.ანჯაფარიძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლის პედაგოგთა ანსამბლი; ა. ვასაძის ფოლკლორის სასწავლებლის ქორეოგრაფიული ანსამბლი; ქუთაისის მუნუციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი “ბერმუხა”; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ჯგუფი;

▪ 15:30 – სამცხე-ჯავახეთი / ფოლკლორული ანსამბლი “მესხეთი”, ქორეოგრაფიული ანსამბლი “მესხეთის უნივერსიტეტი”, “ლომსია”.

▪ 16:30 – სვანეთი / ანსამბლი “რიჰო“.

▪ 12:00 – 20:00 – სასიმღერო და საცეკვაო ნომრები, გასტრონომია, გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია, მასტერკლასები, საბავშვო ზონა.

7 ივლისი

▪ 12:00 – ფესტივალის გახსნა

▪ 14:00 – რაჭა/ შალვა ჯაფარიძის სახელობის ფოლკლორული ანსამბლი “რაჭა”, ქორეოგრაფიული ანსამბლი “ორბა”.

▪ 15:30 – გურია/ ფოლკ-ბენდი “ნართი” .

▪ 16:30 – სამეგრელო/ ანსამბლები “მუსიკელი”, “კოლხური ტრიო”, “გოგალაი”, ქორეოგრაფიული ანსამბლი “კოლხი“.

▪ 12:00 – სასიმღერო და საცეკვაო ნომრები, გასტრონომია, გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია, მასტერკლასები, საბავშვო ზონა.

ფესტივალის პარტნიორი მუნიციპალიტეტები:

ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, მესტიის მუნიციპალიტეტი.

ორგანიზატორები: წისქვილი ჯგუფი, მეიდან ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები