ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალში გადავიდა

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალში, რომელზედაც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე, ნუცა ბუზალაძე მე-11 ნომრად გამოვიდა, საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა და მაყურებლის გადაწყვეტილებით ევროვიზიის ფინალში გადავიდა.

საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.

წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლა მხოლოდ მაყურებელმა გადაწყვიტა და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობდა.

ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს.

კონკურსის პროდიუსერების გადაწყვეტილებით, ნუცა ბუზალაძე 24-ე ნომრად გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები