გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ნესტან ნენე კვინიკაძის “38,44”
მწერალთა სახლის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Wieser Verlag GmbH-ის მიერ გამოიცა ნესტან ნენე კვინიკაძის “38,44”.
მთარგმნელი: სებასტიან მინკნერი
ნესტან ნენე კვინიკაძის „38, 44“ ქვეყნის უახლესი ისტორიის არაორდინარული შეჯამებაა, დრამატიზმით, იუმორით, ტრავმებითა და გაუხარჯავი ენერგიით დამუხტული წიგნი, სადაც ცოცხლებიც და მკვდრებიც საკუთარ თავს ეძებენ.