პლატონის “გორგია” ქართულ ენაზე ითარგმნა
მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის ,,აზროვნების აკადემია” მიერ გამოიცა პლატონის ,,გორგია”. მთარგმნელი: მაგდა მჭედლიძე.
წიგნის შესახებ: „დიალოგი, რომლის სახელწოდებაც გორგიას, რიტორიკის მამად აღიარებული სოფისტის სახელს ატარებს, რიტორიკის ზნეობრივ-პოლიტიკურ ასპექტებს განიხილავს დემოკრატიულ სახელმწიფოში (ძვ. წ. V ს-ის ათენში). როგორ ვიცხოვროთ, რათა ბედნიერები ვიყოთ? – ეს არის მთავარი კითხვა სოკრატესა და, მასთან ერთად, პლატონისათვის. როგორი ცხოვრებაა ღირსეული თავისუფალი მოქალაქისათვის? რას უნდა ესწრაფოდე კაცი: წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას, რაც ძალაუფლების, სიმდიდრის, საკუთარი და ახლობლების უსაფრთხოების გარანტიას მოგცემს თუ ძიებას იმისა, რა არის ჭეშმარიტი, მართალი და ამ ძიების შედეგად შეცნობილი სამართლიანობის პრაქტიკულ ხორცშესხმას, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასი დაგიჯდეს? „
აღსანიშნავია, რომ წიგნი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.