მწერალთა სახლის მიერ პროგრამა „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“გამოცხადდა
მწერალთა სახლის მიერ გამოცხადდა პროგრამა „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“.
პროგრამა „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ განკუთვნილია უცხოელი გამომცემლებისთვის, რომლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნა და გამოცემა. გამომცემლობის მიერ სათარგმნად და გამოსაცემად შერჩეული ქართული ლიტერატურული ნაწარმოები არ უნდა იყოს წიგნად გამოცემული შესაბამის უცხო ენაზე, შესაბამის ქვეყანაში ბოლო 25 წლის განმავლობაში (ბოლო 25 წლის განმავლობაში გამოცემული ქართული ლიტერატურის თარგმანის შემთხვევაში განმცხადებელს საშუალება ეძლევა, პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ სასტამბო ხარჯის დაფარვა მოითხოვოს); წიგნის გამოცემა უნდა განხორციელდეს გამომცემლობასა და მწერალთა სახლს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ; განაცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომელთაც არ გააჩნიათ დამატებითი დაფინანსება სხვა წყაროდან. დამატებითი დაფინანსების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დაფინანსება არ უნდა ფარავდეს ხარჯის იმ კატეგორიას, რომელსაც გამომცემლობა მოითხოვს მწერალთა სახლისგან.
განაცხადები მიიღება 1 იანვრიდან 1 მარტამდე.