ირლანდიური პოეზიის ორენოვანი ანთოლოგია გამოიცა

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და მწერალთა სახლის ორგანიზებით გამოიცა ირლანდიური პოეზიის ორენოვანი ანთოლოგია.გამოცემა ეძღვნება საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან ორგანიზაცია Literature Ireland და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.წიგნში შესულია ცამეტი ირლანდიელი პოეტის ლექსები: ლილანდ ბარდუელი, ფრანსის ჰარვი, მაიკლ დ. ჰიგინსი, ევა ბორკი, პადი ბუში, ჯერი მერფი, თიო დორგანი, პაულა მიჰანი, ჯონ ო’დონელი, ქათრინ ან ქოლენი, პატ ბორანი, დირან ნი გრიოფა, ჯესიკა ტრეინორი.

მთარგმნელები: დავით ახალაძე, დალილა გოგია, ანა კოპალიანი, ზაზა კოშკაძე, მანანა მათიაშვილი, ლელა სამნიაშვილი, პაატა შამუგია.რედაქტორი – შოთა იათაშვილი.პროექტის პარტნიორია გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგი / Cezanne Publishing

ანთოლოგიის შეძენა 18 და 19 დეკემბერს შესაძლებელია თბილისის წიგნის დღეებზე, გამომცემლობა სეზანის სტენდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები