ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დანტე ალიგიელის შედევრის “ღვთაებრივი კომედია” ახალი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი თარგმნეს მონრეალის სიკულო-ნორმანული აკადემიის კულტურისა და გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტის საპატიო აკადემიკოსმა, გიორგი ბუხნიკაშვილმა, და მისმა მოწაფემ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტმა, სანდრო ჩემინავამ.
შეგახსენებთ, რომ დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლის თავზე GAU-ს მხარდაჭერით გამოიცა დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” პირველი ნაწილის ახალი პროზაული თარგმანი.
„ღონისძიებაზე თარგმანის ავტორებსა და საქართველოში იტალიის საელჩოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ კაცობრიობის ისტორიაში დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედის” მნიშნელობაზე, რომელშიც ავტორი მხატვრული ენით გადმოგვცემს შუა საუკუნეების ფილოსოფიურ, თეოლოგიურ და ისტორიულად დამახასიათებელ მსოფლმხედველობას“ – აღნიშნულია ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტის განცხადებაში.