Transpoesie-ს ფესტივალზე საქართველოს ეკა ქევანიშვილი წარადგენს
Transpoesie-ს ფესტივალზე საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს.
წელს საქართველოს თანამედროვე ქართველი პოეტი – ეკა ქევანიშვილი წარადგენს. მისი ლექსი ჰოლანდიურ და ფრანგულ ენებზე ინგრიდ დეხრავემ და ბაჩანა ჩაბრაძემ თარგმნეს.
ფესტივალის ფარგლებში, ეკა ქევანიშვილის ლექსები ქალაქში და საზოგადოებრივ ტრანსპორტებში იქნება გამოქვეყნებული ქართულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე.
„ჩვენი წლევანდელი ფესტივალი შვიდ პოეტს წარმოგიდგენთ, ისინი შეეცდებიან თავიანთი შვიდი იდეით მსოფლიო შეცვალონ. მათმა იდეებმა შეიძლება თქვენი შეხედულებაც შეცვალოს მსოფლიოზე. ადიდეთ პოეზია და მისი მეშვეობით აღმოაჩინეთ ახალი ევროპული კულტურა.“ – ნათქვამია Transpoesie-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს გარდა ფესტივალში წარმოდგენილი იქნება უნგრეთის, ისლანდიის, პოლონეთის პორტუგალიის, ჩრდილოეთ ირლანდიის და იტალიის წარმომადგენლის შემოქმედება.
21 ოქტომბერს, ქართველი პოეტი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს დისკუსიასა და ლიტერატურულ ღონისძიებაში. .