ონში დანიის სამეფო აკადემიის ფილიალი იხსნება

დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ონის ფილიალის გახსნის შესახებ.

სამეფო აკადემიის შესაბამისი დელეგაცია ქალაქ ონს სამუშაო ვიზიტით ოქტომბრის ბოლოს ეწვევა, რა დროსაც განისაზღვრება სამეფო აკადემიის ონის ფილიალის დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებები.

„ჩვენი რეგიონისთვის, ქალაქისათვის და ქვეყნისათვის მიღებულ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინტენსიური მოლაპარაკებები, როგორც ხსენებულ აკადემიასთან, ისე შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულმა და რაჭის დიდმა მეგობარმა, ქალბატონმა მარიანა ბოლსმა.“ – ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები