ალექსანდრე წივწივაძემ 18 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო
პორტუგალიაში მიმდინარე, 23 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსანმა, ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე ალექსანდრემ ნახევარფინალში 7 მეტოქე ჩამოიტოვა და 500მ დისტანციაზე ფინალში გადავიდა. ფინალში კი 500 მეტრ დისტანციაზე მაღალ დონეზე იასპარეზა და 1:55.30 წუთში პირველმა მიაღწია ფინიშამდე.
მეორე იყო რუსი მაქსიმ კარატაევი, ხოლო მესამე ადგილზე მოლდოველი მიჰაი ჩიჰაია გავიდა.