გიორგი კაკაბაძის ,,ფიროსმანი” გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა
მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Dr. Ludwig Reichert Verlag მიერ გამოიცა გიორგი კაკაბაძის ,,ფიროსმანი”. მთარგმნელი: ჰაინც ფეინრიხი.
„ძალიან მიხარია და დიდი მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ჩემი წიგნის გერმანიაში გამოცემას შეუწყო ხელი. რა თქმა უნდა, უცხოელების მხრიდან ეს არა ავტორით, არამედ ფისოსმანისადმი დაინტერესებითაა გამოწვეული. არადა, ფიროსმანის გარდა კიდევ რამდენი სათქმელი გვაქვს მსოფლიოსთვის!
ვინმე რომ მეკითხებოდეს, მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას დავუჭერდი მხარს, რომელიც საქართველოს ავტორიტეტს გაზრდიდა და მის პოპულარობას შეუწყობდა ხელს.“ – აღნიშნა გიორგი კაკაბაძემ “ქართულ კვირასთან“ საუბრისას.
გიორგი კაკაბაძე – მწერალი, ესეისტი, მთარგმნელი, ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფი და ექსპერტი, “გამომცმელობა პეგასის” მთავარი რედაქტორია.
მისი ესეების კრებული: “როგორ მესმის ლიტერატურა”, 2008 წლის საბას ფინალისტი გახდა, ხოლო 2010 წელს გამოცემული დოკუმენტური რომანი “ნიკო ფიროსმანი – დაკარგული უბრალოების ძიება” ორი მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურული პრემიის, “გალასა” და “საბას” ფინალისტია.