ვერანდა – ბუნებასთან კავშირი სახლიდან გაუსვლელად

ადამიანები ყოველთვის ვცდილობთ, დროდადრო მაინც გავეცალოთ ხალხმრავალი ქუჩების ხმაურსა და ქალაქის აქტიური ცხოვრების ტემპს, თუმცა ბუნებრივია, რომ ამას ყოველდღიურად ვერ ვახერხებთ. არა და, გარემოს შეცვლა და ბუნებასთან სიახლოვე იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ის პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენს განწყობასთან, ძალების აღდგენასთან და პროდუქტიულობასთან. საბედნიეროდ, ქალაქის პირობებშიც კი, არსებობს მარტივი გამოსავალი, რომლის სახელიც გამწვანებული ვერანდაა. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სახლში და იქვე გვქონდეს ჩვენი მიკრო გარემო, სადაც „თავს შევაფარებთ“, დავისვენებთ, ძალებს  მოვიკრებთ და უკეთ გავხდებით.

ვერანდისა და მსგავსი სივრცეების როლი მრავალსართულიანი კორპუსების რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „მეტი დეველოპმენტის“ მთავარი არქიტექტორი გიორგი გაბუნია გვეუბნება, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დანიშნულების ამოცნობა ფასადის შორიდან შეხედვითაც კი შესაძლებელია – მას აივნები ამხელენ. ისინი გვამცნობენ, რომ აქ ადამიანები ცხოვრობენ და მათი ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად, ხსენებული ღია სივრცეები აუცილებელია. ხოლო ვერანდა და ტერასა, თანაც გამწვანებული, გარკვეულწილად, ბინის მეპატრონის ბუნებასთან კავშირის სიყვარულს უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ მცენარეებისგან დადებითი ასპექტების მიღება სახლიდან გაუსვლელადაც შესაძლებელია.


გაიგეთ მეტი „მეტი დეველოპმენტის“ შესახებ: https://bit.ly/3eIyRyV


რატომ გამოჩნდა ბოლო დროს ვერანდებისა და ტერასების ტენდენცია ასე აქტიურად მსოფლიო ბაზარზე?

-ნაგებობებზე გამწვანების სიმჭიდროვის მატების ტენდენცია, გარკვეულწილად, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ტრენდს მოჰყვა. დასავლეთ ევროპის რიგი მუნიციპალიტეტები საკანონმდებლო დონეზე შეთანხმდნენ, რომ ყველა სახელმწიფო შენობის სახურავი ან სიმწვანით უნდა დაეფარათ და ან მზის პანელებით. ამასთან ერთად, მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული გახდა კონდომინიუმები, ანუ დამატებითი სერვისების მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები, რაც, ქალაქგეგმარებითი კუთხით, სწორი მიდგომაა – გქონდეს პირველად სერვისებზე წვდომა ფეხით მიწვდომადობის რადიუსში, რათა მანქანით გადაადგილების მინიმიზაცია შევძლოთ. თან, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, საზოგადოებაში, მდგრადი განვითარების კუთხით, ცნობიერება ამაღლდა და მისმა დიდმა ნაწილმა ეკოლოგიაზე ზრუნვის აუცილებლობა გაანალიზა.

უწყობს თუ არა ხელს ვერანდა და მსგავსი სივრცეები ადამიანის მენტალურ განვითარებას?

-ეს უდავოა… ჯანსაღ გარემოში მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება გარდაუვალია, ყველა შესაბამისი კვლევაც ამაზე მეტყველებს. ადამიანი უფრო მშვიდია, ნაკლებად ფეთქებადი და მეტად ტკბება ცხოვრებით.

რამდენად პროდუქტიულები ხდებიან ადამიანები, როდესაც ისინი მწვანე გარემოში არიან?

-დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, სამუშაო სივრცეში მცენარის არსებობის შემთხვევაში, თანამშრომლის პროდუქტიულობა 15%-ით იმატებს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლევებმა პროდუქტიულობის 10%-იანი ზრდა აჩვენა. საქართველოში მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ ფაქტია, რომ პროდუქტიულობა მატულობს, როდესაც ჯანსაღ გარემოში ვიმყოფებით. ზოგადად, რეკომენდირებულია ოფისშიც და სახლშიც დავდგათ ერთი ცენტრალური, მომცრო ზომის მცენარე, ხოლო კაბინეტები და სხვა ოთახები შედარებით პატარა მცენარეებით გავაჯეროთ.

თქვენ თავად ითვალისწინებთ თუ არა თქვენს ახალ პროექტებზე მუშაობისას ამ დეტალებს და როგორ ახდენთ მათ ინტეგრაციას სამშენებლო პროცესში?

-დიახ, ჩვენ მუდამ ვცდილობთ, სიმწვანე უხვად იყოს როგორც ეზოს ტერიტორიაზე, ისე ფასადებზე და სახურავზეც, რასაც, გამოყენების შემთხვევაში, მეხუთე ფასადსაც კი ვეძახით, რადგან შენობის ბრტყელი გადახურვა დაგეგმარებისას არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს. ღია ტერასაზე სჯობს, გამოვიყენოთ ნათელი ფერები – რადგან არ მოხდეს მზისგან გადახურება – და ბუნებრივი, მსუნთქავი მასალები, რათა უკეთ შევძლოთ მცენარეების ინტეგრირება და მივიღოთ გრილი, ჯანსაღი, ჯანმრთელი გარემო, რაც, როგორც ზევით ვახსენე, გააუმჯობესებს ჩვენს პროდუქტიულობასა თუ მენტალურ ჯანმრთელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები