საიდან მოდის მიმართვის ფორმა “სიმონ” ?
ყველამ ვიცით, რომ ქუთაისში დაიბადა სიტყვა “სიმონ”,ბევრისთვის უცნობია, საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია. უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიტყვა “სიმონ” არის ქუჩური და არანაირი განმარტება არ აქვს. სინამდვილეში სიტყვა “სიმონი” დაგვაბრუნებს 20-ე საუკუნის საქართველოში, სადაც რუსული რეჟიმია დამყარებული.
ამ დროს რუსები ანგრევდნენ ეკლესიებს, ხსნიდნენ ზარებს და ა.შ. საქართველოში იყო ასეთი მღვდელმსახური სიმონ მჭედლიძე, რომელიც ღრმადმორწმუნე გახლდათ. ქადაგებდა ქრისტეს, სამშობლოს სიყვარულს და წინააღმდეგი იყო საბჭოური რეჟიმის. ის ასევე იყო გაზეთ “შინაური საქმეების” სარედაქციო ჯგუფში, სადაც დიდად უარყოფდა საბჭოურ რეჟიმს. ამის გამო ის ქუთაისიდან გააძევეს და აუკრძალეს კიდეც უეკან დაბრუნდება.
მღვდელმსახური თავის მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და იქ სკოლა გახსნა. მოკლედ ასეთი სათნო ადამიანის გაჩერება არ მოხერხდა და ის ისევ განაგრძობდა ამ ყველაფერს. ამ პერიოდში უკვე იმერეთში ძალიან ბევრი ეკლესიაა დანგრეული.
1924 წელს სოფელ როდინაულში მაცხოვრის სახელობის ტაძარი რუსებმა დაანგრიეს და იქაურობა თეატრად აქციეს. მოსახლეობა ამ ფაქტმა ძალიან აღაშფოთა და ბოლომდე იბრძოლა , რომ დაებრუნებინაა ეს ეკლესია. ამ შრომამ შედეგი გამოიღო და ეკლესია აღდგა. დარჩენილ იყო მხოლოდ ეკლესიის კურთხევა.
მაშინდელმა ეპისკოპოსმა, ნაზარ ლეჟავამ თავის მოძმე მღვდლებთან ერთად, გადაწყვიტ,ა რომ სოფელ როდინაულში ჩასულიყო. იმავე დღის მეორე ნახევარში სიმონ მჭედლიძემ, ნაზარ ლეჟავამ და მოძმე მღვდლებმა აკურთხეს ეს ეკლესია. დაღლილმა ბერებმა კი ამის შემდეგ დაძინება გადაწყვიტეს. დადგა საბედისწერო ღამე, როცა “ჩეკისტები” დაადგნენ ბერებ,ს დააპატიმრეს ისინი და დაატყვევეს ერთ დილეგში. ერთი თვის მანძილზე აწამებდნენ ბერებს. აყენებდნენ შეურაცხყოფას და მწარედ აწამებდნენ სიმონ მჭედლიძეს. სწორედ წამების დროს გაჩნდა ასეთი კითხვები : “გტკივა, სიმონ”? “არა, სიმონ”? “აბა ახლა რას იტყვი, სიმონ”?
სწორედ ჩეკისტებისგან გავარდა ხმა სიტყვა “სიმონ”-ზე. ეს სიტყვა გამოიყენებოდა, როგორც გამძლეობის და ამტანობის სიმბოლო. სიმონი და მოძმე ბერები ცოცხალ-მკვდარი მიიყვანეს საფლავებთან და დამარხეს. სამწუხაროდ, მათი საფლავები დღემდე უცნობია. სიტყვა “სიმონ” – ს დღესდღეობით დაკარგული აქვს პირვანდელი მნიშვნელობა.
ეკლესიამ სიმონ მჭედლიძე “ახალმოწამედ” შერაცხა.
Kutaisi Daily - feedc..com